სიახლეები

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსს გეგმავს.

უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომელსაც გააჩნია ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა და მინიმუმ უეფა-ს მოქმედი „C“ ლიცენზია.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს რეგისრაცია შეეძლებათ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 1 ივლისის ჩათვლით.

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.