სიახლეები

კიბერ ფეხბურთის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა

სფფ
გაუზიარე

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. 

სადებიუტო გამოსვლა ქართველმა კიბერ სპორტსმენემბა 10 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაასრულეს. 

საქართველოს კიბერ ფეხბურთის ნაკრები ა ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც ბაჰრეინს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ყაზახეთს და მაროკოს დაუპირისპირდა. მატჩები 20 და 21 მაისს გაიმართა და გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ.

20 მაისი

საქართველო 3:0 ბაჰრეინი (ტექნიკური მოგება)

საქართველო 0:1 ყატარი

საქართველო 1:2 ყაზახეთი 

საქართველო 1:3 მაროკო

საქართველო 0:3 არაბთა გაერთიანებული საამიროები

21 მაისი

საქართველო 3:0 ბაჰრეინი (ტექნიკური მოგება)

საქართველო 0:1 ყატარი

საქართველო 1:0 ყაზახეთი 

საქართველო 1:1 მაროკო

საქართველო 0:1 არაბთა გაერთიანებული საამიროები

ტურნირი Playstation 5-ის კონსოლით, Fifa 2022-ში გაიმართა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ლოკომოტივის კიბერ ფეხბურთის გუნდის წევრები, ნიკა ასათაშვილი და ლადო ონიანი დაიცავენ.

საქართველოს კიბერ ნაკრების შესაქმნელად, ჩატარდა შესარჩევი ტურნირი, სადაც 16 მონაწილე იყო. 8 გუნდს შორის გამარჯვება ლოკომოტივის კიბერ გუნდმა მოიპოვა. 

The FifaE Nations Cup 2022 დანიაში, კოპენჰაგენში, 27-30 ივლისს გაიმართება.