სიახლეები

B ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

16-18 მაისს, დავით პეტრიაშვილი არენაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეექვსე, დასკვნითი მოდული გაიმართა. 

ლიცენზიების მაძიებელმა მწვრთნელებმა მიიღეს ინფორმაცია სტანდარტული სიტუაციების შესახებ და გაიარეს ტესტირება ფიტნესის და ფეხბურთის თეორიის თემატიკაზე.

მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა წარადგინეს სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია და მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ სესიებში.

7-10 ივნისს, კურსის მონაწილეები საგამოცდო სესიაში მიიღებენ მონაწილეობას და წარმატების შემთხვევაში უეფას B ლიცენზიის მფლობელები გახდებიან. 

შეგახსენებთ, რომ კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და საგანმანათლებლო პირამიდის მეორე საფეხურია, რომელიც, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგება.

B ლიცენზიის ახალი კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე დაანონსდება. მონაწილეებს გასაუბრებაზე რეგისტრაციისას მითითებული ელ ფოსტის მეშვეობით დაიბარებენ.