სიახლეები

უეფას 2022/2023წწ. ლიცენზირების პროცესი დასრულდა

ლიცენზირება
გაუზიარე

უეფას 2022/2023 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ათმა და ქალთა ლიგის საუკეთესო სამმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა. 

წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს და უეფას.

უნდა აღინიშნოს, რომ უეფას 2022/2023წწ. საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა:

  • ფ.კ. „დინამო“ (ბათუმი)
  • ფ.კ. „დინამო თბილისი“
  • ფ.კ. „დილა“ (გორი)
  • ფ.კ. „საბურთალო“ (თბილისი)
  • ქ.ფ.კ. „ლანჩხუთი"

წარმატებით დაასრულეს ლიცენზირების პროცესი და სფფ-ის მიერ გაცემული უეფას ლიცენზიის საფუძველზე დაიშვებიან ევროტურნირებზე.

ლიცენზიების გაცემის შემდეგ, 2022/2023წწ. სეზონის განმავლობაში, მუდმივად გაეწევა მონიტორინგი კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებას.