სიახლეები

ქალთა ლიგა 2-ის წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ქალთა ლიგა 2-ის 2022 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. 

2022 წლიდან ლიგაში გუნდები რაოდენობა რვიდან თერთმეტამდე გაიზარდა. "ეძანს" და "ელიტას" ქალთა ლიგა 2-ში დებიუტი ექნებათ, ხოლო მთავარ ლიგაში აღზევებულ სოხუმის "დინამოს" ლიგაში მეორე გუნდი წარმოადგენს.

ქალთა ლიგა 2-ის 2022 წლის სეზონის მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება:

"ბათუმი", "ივერია", "ფენიქსი", "რაჭა", "დიდგორი", "ზარზმა", "ქარიშხალა", "ბახტრიონი", "დინამო-2" სოხუმი, "ელიტა", "ეძანი"

ჩემპიონატი 15 მაისს აიღებს სტარტს და ორ წრედ ჩატარდება. გათამაშების გამარჯვებული ქალთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. 

ქალთა ლიგა 2 - პირველი ტური 

"ელიტა" - "დინამო 2" სოხუმი

"ქარიშხალა" - "ეძანი"

"რაჭა" - "მცხეთა" 

"ზარზმა" - "ბათუმი" 

"ბახტრიონი" - "ივერია" 

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ქალთა ლიგის 2022 სეზონიდან ამოქმედდა, ახალი ვებგვერდი - womensleague.ge. ქალთა ლიგისთვის შექმნილ ვებგვერდზე გულშემატკივარი ინფორმაციას ქალთა ლიგის, ქალთა ლიგა 2-ის და ქალთა თასის გათამაშების შესახებ იხილავს.