სიახლეები

ქალთა ლიგის 2022 წლის სეზონი იწყება

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, ქალთა ლიგის 2022 წლის სეზონი 30 აპრილს აიღებს სტარტს.

გასული სეზონის მსგავსად, წლევანდელ გათამაშებაში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ლანჩხუთი, თბილისის კვარტალი, ხობის კოლხეთი, სამეგრელო, თბილისის ნორჩი დინამო, ქუთაისის მართვე, გორი იუნაიტედი და ქალთა ლიგა 2-ის გასული სეზონის გამარჯვებული, სოხუმის დინამო. აღსანიშნავია, რომ თბილისის ნიკეს სახელი შეეცვალა და ახალ სეზონში სამეგრელოს სახელით იასპარეზებს. 

ქალთა ლიგის გათამაშება ორ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან და კვლავ ორ წრედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ზედა ოთხეულის წარმომადგენლები ჩემპიონს გამოავლენენ, ხოლო ქვედა ოთხეულში მოხვედრილი გუნდები კი, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ. ქალთა ლიგას ბოლო ადგილზე გასული გუნდი დატოვებს და მას ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებული ჩაანაცვლებს.

ქალთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის კალენდარი:

კვარტალი - დინამო სოხუმი 16:00
სამეგრელო - ნორჩი დინამო 16:00
ლანჩხუთი - გორი იუნაიტედი 16:30
კოლხეთი ხობი - მართვე 16:30

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ქალთა ლიგის 2022 სეზონიდან ამოქმედდა, ახალი ვებგვერდია - womensleague.ge. ქალთა ლიგისთვის შექმნილ ვებგვერდზე მთავარი ლიგის გარდა, ინფორმაციას ქალთა ლიგა 2-ის და ქალთა თასის გათამაშების შესახებ იხილავთ.