სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე C ლიცენზიის მეოთხე კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე, 2022 წელს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მეოთხე კურსი დაიწყო. პირველი მოდული 27-დან 29 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 

პირველი მოდულის ფარგლებში მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღებენ: კურსის ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია, ტექნიკის სწავლების მეთოდიკა, ვარჯიში მოდელის მიხედვით, დაგეგმარება და სხვა მნიშვნელოვანი საბაზისო საკითხები.

C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 25 მონაწილე ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.