სიახლეები

A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე, 18-20 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული გაიმართა. 

მოდულის მიმდინარეობისას ჩატარდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ღონისძიებები. კურსის ფარგლებში მწვრთნელებმა შეასრულეს ჯგუფური დავალებები, წარმოადგინეს სავარჯიშო გეგმის პრეზენტაცია და მიიღეს ინფორმაცია ნეგატიური გადასვლის და გამძლეობის შესახებ. 

ფიტნეს მიმართულებით, სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის გუნდის წევრებთან, ოთარ საბანაძესთან და ბონდო გოცირიძესთან ერთად, კურსის მსმენელებს ცოდნა და გამოცდილება სერბმა სპეციალისტმა, ალექსანდრ კარალიჩმა გაუზიარა და ფიტნეს პერიოდიზაციის შესახებ ესაუბრა.

საქართველოში VAR-ის პროგრამის ხელმძღვანელი და ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია A ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელებს თამაშის წესების შესახებ ესაუბრა.

კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მწვრთნელებს უეფა-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ლიცენზია გადაეცემათ.