სიახლეები

OFFS საფეხბურთო სკოლა "ვაზისუბნის" ახალ სტადიონზე

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი საფეხბურთო სკოლა „ვაზისუბანს ესტუმრნენ.

92- საჯარო სკოლის ტერიტორიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით ევროპული სტანდარტის, საფეხბურთო სკოლავაზისუბანი“- მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის დეტალები სტუმრებს საფეხბურთო სკოლავაზისუბნისდირექტორმა ჯაბა დვალმა გააცნო. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია ორი ხელოვნურსფარიანი მოედნის მშენებლობა, მაისის თვეში კი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

ახალაშენებულ სტადიონზე სფფ-ის პროექტისსახალისო საფეხბურთო სკოლებისფარგლებში საწვრთნელი ვარჯიშებიც გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო სკოლავაზისუბნისფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

სკოლაში სტუმრად ასევე იმყოფებოდნენ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი.

ამ ეტაპზე საფეხბურთო სკოლავაზისუბანში“ 120-ზე მეტი ბავშვი ირიცხება. სკოლას ჰყავს როგორც გოგონათა, ისე რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე და ასაკობრივი გუნდები. აღსანიშნავია, რომ გოგონებისთვის საფეხბურთო სკოლაში სწავლა სრულიად უფასოა