სიახლეები

სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულია

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

ქალთა საფეხბურთო კლუბი სოხუმის „დინამო“ 2022 წლის სეზონში ქალთა ლიგაში იასპარეზებს. ეს უფლება, ქალთა ლიგის 2-ის 2021 წლის სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, სოხუმელებმა ოფიციალურად მოიპოვეს. 

„დინამოს“, გათამაშების დასკვნით ტურამდე, 36 ქულა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის, მეორე ადგილზე მყოფ ხაშურის „ივერიასავით“ ორი თამაში აქვს მარაგში, „ივერიას“ 11 ქულით უსწრებს და ბოლო, ურთიერთდაპირისპირების მიუხედავად, ხაშურელთათვის მიუწვდომელია. 

მე-13 ტურის ბოლო მატჩში, რომელიც დღეს, თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, სოხუმის „დინამო“, ქალთა ლიგა 2-ის დებიუტანტს, ზუგდიდის „ფენიქსს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 9-0 დაარცხა. ლიგის საჩემპიონო მატჩში, სოხუმელთაგან გოლები გვანცა ქადაგიშვილმა (8’, 11’), ლელა ჭიჭინაძემ (14’, 40’), დიანა ბაქრაძემ (26’), ელენე გაზდელიანმა (47’, 77’), ნინო ჩანგელიამ (55’ პენალტი)  გაიტანეს. 

გათამაშების კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე