სიახლეები

სემინარი ქალთა ფეხბურთში ჩართული პირებისთვის

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობის ფარგლებში, იწყებს ტრენინგებს ქალთა ფეხბურთში ჩართული პირებისთვის.

სემინარის მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ გენდერული თანასწორობის (როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ასევე საზიანო პრაქტიკების), ასევე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

ტრენინგები რამდენიმე ეტაპად გაიმართება და მასში ჩაერთვებიან როგორც ქალთა ლიგებში მონაწილე საფეხბურთო კლუბების, ისე ქალთა სანაკრებო გუნდების მწვრთნელები, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი. ასევე საქართველოს ჩემპიონატის ქალი მსაჯები და სფფ-ის პროექტ „WePlayStrong საქართველო“-ში ჩართული მწვრთნელები. 

ტრენინგები ჩატარდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

აღსანიშავია, რომ სფფ-ისა და UNFPA-ს თანამშრომლობის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის შესახებ სემინარები გასულ წელს, WePlayStrong-ის გოგონათა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისთვის გაიმართა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2018 წელს გაფორმდა და 2022 წელს განახლდა. თანაშრომლობის ფარგლებში არაერთ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი ფეხბურთში მოზარდი გოგოების მონაწილეობის გაძლიერების და  გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში, კაცების ჩართულობის გაზრდის მიმართულებით. ერთობლივი ინიციატივით იმართება არაერთი აქტივობა და ღონისძიება, მათ შორის, „მამების თასი“ და სხვა.