სიახლეები

სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებს C ლიცენზიები გადაეცათ

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სპეციალიზებული კურსი დასრულდა.

კურსი გასული წლის 19 ოქტომბერს დაიწყო და მსმენელებს როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული მეცადინეობები ჩაუტარდათ. უეფას C ლიცენზია კურსის 9 მსმენელმა მიიღო. ლიცენზიების გადაცემის ცერემონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე, ახალგაზრდული და რეგიონული ფეხბურთის პროგრამის განვითარების ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და სპორტის და კულტურის სამსახურის უფროსი ნუგზარ კანდელაკი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, სპორტის უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სიის მიხედვით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, კურსდამთავრებულების და აქტიური სტუდენტების, უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე ჩართულობას სრულიად უსასყიდლოდ, ყოველწლიურად უზრუნველყოფს.