14 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტეის სხდომა გაიმართა.
ძირითადი საკითხი, სფფ-ის რიგით XXXII ყრილობის დანიშვნის თარიღი იყო. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ყრილობა 25 მაისს, თბილისში ჩატარდება.
აგრეთვე, აღმასრულებელმა კომიტეტმა ასაკობრივი ლიგების დებულებებში შეტანილი ცვლილებები განიხილა.