სიახლეები

ფიფას 72-ე კონგრესს დოჰამ უმასპინძლა

სფფ
გაუზიარე

31 მარტს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში ფიფას 72-ე კონგრესი გაიმართა. 

პანდემიის გამო, ფიფას ყოველწლიური კონგრესი ონლაინ ფორმატში იმართებოდა და ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად დაუბრუნდა რეალურ სივრცეს. 

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ. 

კონგრესის ფარგლებში ფიფამ ასოციაციის წევრებს ფინანსური ანგარიში და 2023 წლის ბიუჯეტი წარუდგინა. გარდა ამისა, საფეხბურთო ასოციაციების საქმიანობაში მთავრობის ჩარევის გამო, კონგრესმა ფიფას წევრობა შეუჩერა ზიმბაბვეს და კენიას, პაკისტანს კი აღნიშნული შეზღუდვა გაუხანგრძლივა. 

ფიფას პრეზიდენტმა ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყატარს ტურნირის მასპინძლობისთვის გაწეული შრომისთვის. 

კონგრესზე ასევე აღინიშნა, რომ ფიფას მომდევნო კონგრესი 2023 წლის დასაწყისში გაიმართება. კონგრესის ჩატარების თარიღი და ლოკაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო კონგრესის ფარგლებში ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.