სიახლეები

აკრედიტაცია საქართველოს ქალთა თასის ფინალზე

საქართველოს ქალთა თასი
გაუზიარე

26 მარტს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ქალთა თასის 2021 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართება.

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „ლანჩხუთი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის YouTube არხი და სილქ უნივერსალი შემოგთავაზებთ. საქართველოს ქალთა თასის ფინალურ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

მედიის საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 25 მარტის 18:00-მდე გამოაგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]