საქართველოს ქალთა თასის გადადებული, 2021 წლის სეზონის ფინალური მატჩის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.
გადამწყვეტ შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 26 მარტს უმასპინძლებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს "ლანჩხუთი" და ხობის "კოლხეთი" შეხვდებიან.
საქართველოს ქალთა თასის ფინალურ მატჩზე დასწრება თავისუფალია.