სიახლეები

სოხუმის „დინამომ“ და ხაშურის „ივერიამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვეს

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

დღეს, ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის მე-11 ტურის ორი შეხვერდა გაიმართა. სოხუმის „დინამომ“, რომელიც მთელი სეზონია გათამაშებას ლიდერობს, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა და კიდევ უფრო გაიმყარა, ქალთა ლიგაში გადმოსვლის შანსი. ქალთა ლიგა 2-ის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, სოხუმელები, რომლებსაც ამავდროულად, ორით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული, 27 ქულით და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. 

დღეს, სოხუმის „დინამომ“ სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში, ახმეტის „ბახტრიონი“ 12-0 დაამარცხა. ანგარიში, მე-13 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა. სოხუმელთაგან კი, პირველი გოლი, მე-19 წუთზე, ანა კულდონაშვილმა (19’, 88’) გაიტანა. მის და კიდევ ორი დინამოელის - ნათია სხირტლაძისა (28’, 77’) და ანი კვახანჭელიძის (42’, 48’) ანგარიშზე, ამ შეხვედრაში ორ-ორი გოლი მოდის. თითო გოლი გაიტანეს თეკლა ბურჯანაძემ (24’) და ელენე გაზდელიანმა (79’). ნინო ჩანგელიამ კი, დღეს ჰეთ-თრიქი შეასრულა (34’, 40’, 83’). 

უხვგოლიანი გამოდგა ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა. ადიგენში, ადგილობრივი „ზარზმა“, რომელიც ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ლიგის ერთ-ერთ სტაბილურ და ძლიერ გუნდთან, ხაშურის „ივერიასთან“ 1-20 დამარცხდა. ზარზმელთაგან, პრესტიჟის გოლი, 29-ე წუთზე ანა ბებნაძემ გაიტანა. ხაშურელთაგან კი, თავი 9 ფეხბურთელმა გამოიჩინა - სალომე ლაგვილავამ (53’), თამარ მოდებაძემ (22’, 33’, 37’, 50’ 62’), სალომე არაბულმა (4’, 24’, 44’), მედეა ძამანაშვილმა (56’), მარიამ გაგუამ (76’), თამარ სალუქვაძემ (39’, 52’, 60’, 82’), ირმა ლომიძემ (15’, 17’), მანან ლომსაძემ (66’), ლიზი ნიშნიანიძემ (67’, 78’). 

ამ ტურის ორი მატჩი, „ფენიქსსა“ და „ქარიშხალას“, ასევე „რაჭა 2020“-სა და „დიდგორს“ შორის გადაიდო. მათი გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ქალთა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი და კალენდარი იხილეთ ბმულზე