სიახლეები

ინფორმაცია სფფ-ის გენერალური სპონსორის შესახებ

სფფ
გაუზიარე

ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან, როგორც ბეჭდური ისე ციფრული მედიიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან.

ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორის შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: "პირველივე დღიდან ღიად დავაფიქსირეთ როგორც ორგანიზაციამ, ისე ფედერაციის პრეზიდენტმა, ყველა საფეხბურთო კლუბმა, რომელიც საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობს, ცალკეულმა ფეხბურთელებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა - ყველამ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და მხარდაჭერა გამოვუთქვით უკრაინას.

25 თებერვალს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა დავიწყეთ და პირველი ტურის მასპინძელ ხუთივე არენაზე ჩვენი გენერალური სპონსორის ბანერები უკვე აღარ იყო. ეს პროცესი დაწყებული გვაქვს რამდენიმე დღის წინ.

ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან და ეროვნული ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან
შევეცდებით, უმოკლეს ვადებში გახდეს ცნობილი ვინ იქნება საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ახალი სპონსორი."

 

 

სტუმრად პირველი არხის გადაცემაში "ტაიმაუტი"