სიახლეები

საქართველოს ქალთა თასის ნახევარფინალის წილისყრა

საქართველოს ქალთა თასი
გაუზიარე

23 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ქალთა თასის 2021 წლის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა წარმართა. 

თასის გათამაშება გასულ წელს პანდემიის გამო შეწყდა. ამ დროისთვის გამოვლენილია სამი ნახევარფინალისტი - ქსკ "ნიკე", ქსკ "კოლხეთი ხობი" და ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი ქსკ ზუგდიდის "ფენიქსი". მეოთხე ნახევარფინალისტი "ნორჩი დინამო" - "ლანჩხუთის" გადადებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, 28 თებერვალს გამოვლინდება.

წილისყრის შედეგად, გუნდები ნახევარფინალურ ეტაპზე შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

  • ნიკე - ნორჩი დინამო/ლანჩხუთი 13:00
  • ფენიქსი - კოლხეთი ხობი 14:00

ნახევარფინალური მატჩები 8 მარტს გაიმართება და გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.

საქართველოს ქალთა თასის ფინალური შეხვედრა 19 მარტს შედგება. ფინალის ნომინალური მასპინძელი პირველი ნახევარფინალური წყვილის (ნიკე - ნორჩი დინამო/ლანჩხუთი) გამარჯვებული იქნება.