სიახლეები

A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“, 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა.

მოდულის მიმდინარეობისას ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული ღონისძიებები. სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა მიიღეს ინფორმაცია თამაშის მართვასთან დაკავშირებით, ხოლო ფეხბურთში ანალიტიკის თანამედროვე მიმართულებების შესახებ მწვრთნელებს ეროვნული ნაკრების და სფფ-ის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიტაური ესაუბრა. კურსის შინაარსი მოიცავს ასევე ჯგუფურ დავალებას და ინტერაქტიულ სწავლებას. 

შეგახსენებთ, რომ კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და საგანმანათლებლო პირამიდის მესამე საფეხურია, რომელიც, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედეგება.

კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მწვრთნელებს უეფა-ს მიერ აღიარებული საერთაშორისო ხასიათის ლიცენზია გადაეცემათ.