სიახლეები

აკრედიტაცია 2022 წლის საქართველოს სუპერთასზე

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

20 თებერვალს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 2022 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართება.

ერთმანეთს 2021 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

მედიის საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 19 თებერვლის 18:00 საათამდე გამოგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]