სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე C ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო და რეგისტრაცია განახლდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე 2022 წელს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ორმა კურსმა აიღო სტარტი და მათი პირველი მოდულები ჩატარდა, მესამე კურსი კი 22 თებერვალს დაიწყება.

პირველი მოდულის ფარგლებში მსმენელებმა თეორიული და პრაქტიკული სწავლების შედეგად ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: კურსის ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია, ტექნიკის სწავლების მეთოდიკა, ვარჯიში მოდელის მიხედვით, დაგეგმარება და სხვა მნიშვნელოვანი საბაზისო საკითხები.

აღნიშნული კურსი უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის ფარგლებში იმართება და კურსების შინაარსის განახლება რეგულარულად, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიხედვით ხდება.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია 2021 წლის სექტემბერში შეწყდა. ამ ეტაპზე მოხდა უკვე არსებული განცხადების დაკმაყოფილება და კურსს გასაუბრების შედეგად შერჩეული 75 მონაწილე გადის.

დაინტერესებული პირებისთვის C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე იქნება შესაძლებელი: C ლიცენზიის კურსი