სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კობა სადილიანის გარდაცვალების გამო. 

კობა სადილიანი წლების მანძილზე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელი იყო. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი ეროვნული კატეგორიის ასისტენტის რანგში წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისს. ბოლო პერიოდში კი ის მსაჯთა დამკვირვებლად მუშაობდა და მოყვარულთა ლიგის მატჩებზე მსაჯობდა. 

ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს კობა სადილიანის გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, მის მეგობრებსა და სრულიად საფეხბურთო ოჯახს.