სიახლეები

GFF Awards 2021 | წლის საუკეთესოები 29 დეკემბერს გამოვლინდებიან

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2021 - 29 დეკემბერს გაიმართება. დაჯილდოება ონლაინ რეჟიმში გაიმართება. 2021 წლის რჩეულებს კუთვნილი ჯილდოები მოგვიანებით გადაეცემათ. 

GFF Awards 2021-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი
  • 2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე
  • 2021 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი
  • 2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
  • 2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე
  • 2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
  • 2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი
  • ალექსანდრე ჩივაძის მედალი 2021 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის

2021 წლის გამორჩეულ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და მსაჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 29 დეკემბერს 12:00 საათიდან სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის საშუალებით დაასახელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 2021 წლის საუკეთესო გოლი ღია გამოკითხვის მეშვეობით გულშემატკივრებმა გამოავლინეს.

მიმდინარე წელს ტრადიციულად კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდნენ. 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დაჯილდოება, ასევე ონლაინ რეჟიმში, 28 დეკემბერს გაიმართა, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და 11-მა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით გამოკითხვაში ასევე ჩართული იყვნენ მედიის წარმომადგენლები.