8 დეკემბერს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდნენ.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა თამაშის მსვლელობას ძირითადად საბურთალოელები აკონტროლებდნენ. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე ანგარიშით - 0:0 დასრულდა. ფინალური შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, 65-ე წუთზე გავიდა. ნიკა მალის ფლანგური გადაცემით იური ტაბატაძემ ისარგებლა და თავური დარტყმით ახლო მანძილიდან გაიტანა.
სამგურალი 0:1 საბურთალო
ქუთაისი, რამაზ შენგელია
სამგურალი: ქვილითაია, პატარკაციშვილი, გილმორი (72' ჩიხლაძე), კუხიანიძე, ფონიავა (80' ბუხაიძე), კალანდარიშვილი, ვერულიძე (72' დოლიძე), ქურდაძე, ლექვთაძე (72' კირკიტაძე), ბურჯანაძე, კიკაბიძე
სათადარიგო შემადგენლობა: მეშველიანი, ტურე, ახვლედიანი, ამინუ, თევზაძე
მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე
საბურთალო: გოშაძე, მალი, ლაცაბიძე, ჯგერენაია, შ. ნონიკაშვილი, ტაბატაძე (81' შულაია), ძებნიაური, გულიაშვილი, კაკუბავა, გოჩოლეიშვილი (76' ლ. ნონიკაშვილი), მანდრიჩენკო (90+2' კოხრეიძე)
სათადარიგო შემადგენლობა: მეგრელიშვილი, მამაცაშვილი, ჩაჩუა, ერისთავი, სეფერინგსი, მამაგეიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
მსაჯები: ი. პშიბილი (პოლონეთი), კ. საპელა (პოლონეთი), ა. ვუიჩიკი (პოლონეთი), ი. კვირიკაშვილი
გაფრთხილება: 16' ნონიკაშვილი, 64' გილმორი, 90+2' მანდრიჩენკო, 90+4' ძებნიაური
გოლი: 0:1 ტაბატაძე (65')
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს და მსაჯებს კუთვნილი თასი და მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.
"სამგურალის" დამარცხებით "საბურთალო" არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი. ლევან კორღალიძის გუნდი ჩვენს ქვეყანას 2022-2023 წლების სეზონში უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს.