სიახლეები

საქართველოს თასის ფინალს პოლონელი არბიტრები განსჯიან

საქართველოს თასი
გაუზიარე

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2021-ის ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენლები წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება, მას ასისტენტობას კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება. 

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნულ მატჩებზე სფფ-ის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს, შესაბამისად ფინალურ შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

2021 წლის საქართველოს თასის ფინალური მატჩის აკრედიტაციის მისაღებად გთხოვთ წერილობითი ფორმით მიმართოთ სფფ-ის პრეს-სამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]. ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

"სამგურალისა" და "საბურთალოს" ფინალური დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრთა რაოდენობა დაესწრება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობავაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტიან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტიან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხიან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.