სიახლეები

B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია სრულდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს კურსზე დარეგისტრირება მითითებულ ბმულზე, 5 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2021 წლის ბოლომდე ეწურება. 

დამატებით ინფორმაციას კანდიდატები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.