სიახლეები

მეკარეთა მწვრთნელების უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის სასწავლო მოდული დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენს ქვეყანაში პირველად უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცნეზიის კურსი მიმდინარეობს. დავით პეტრიაშვილი არენაზე ამჯერად სასწავლო პროგრამის მესამე მოდული გაიმართა. 

სამი დღის განმავლობაში კურსანტებმა ინფორმაცია პრაქტიკული და თეორიული სწავლებით შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მეკარეების ფიტნესი, 1vs1-ზე თამაში, სტანდარტული სიტუაციები, დაგეგმარების მეთოდოლოგია და სივრცის დაცვა. აღნიშნული მოდულით კურსის სასწავლო მოდული დასრულდა, ლიცეზნიის მისაღებად კი, მწვრთნელებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ. საგამოცდო მოდულს თითოეული ლიცენზიის მაძიებელი ინდივიდუალურად, საკუთარ კლუბში გაივლის.

სასწავლო კურსის მსვლელობაში მონაწილეობა ასევე მიიღო, უეფას მეკარებიის მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა მარტ პუმმა.

​ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები.  კურსზე ჯამში 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას. 

მეკარეთა მწვრთნელების განათლების კურსი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.