სიახლეები

B ლიცენზიის კურსის მესამე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს: მოთამაშის განვითარება, რონდოს ფილოსოფია, სწავლების ხელოვნება, დაცვაში თამაშის ორგანიზება და პირველადი დახმარება.

აღნიშნულ საკითხებთან ერთად კურსანტებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების გამოსვლის შესახებ იმსჯელეს.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და შედგება როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობებისგან. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.