სიახლეები

აკრედიტაციები ნოემბრის მატჩებზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბერში ერთ ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 11 ნოემბერს ეროვნული გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე შვედეთს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი კი, 15 ნოემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უზბეკეთის წინააღმდეგ შედგება.

⚠️ მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: კოვიდ19-ის პანდემიიდან გამომდინარე, შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები მოქმედებს. შეხვედრებს მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ორივე მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ მხოლოდ 7 ნოემბრის ჩათვლით, მითითებული ბმულის დახმარებით.

ორგანიზაციამ ოფიციალურ წერილში უნდა მიუთითოს აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს.

ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.