საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტით უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის მენტორი ლეს ჰაუვი იმყოფებოდა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა სამუშაო შეხვედრები გამართა სფფ-ის მასობრივი ფეხბურთის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და საქართველოში მასობრივი ფეხბურთის განვითარების კუთხით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში ლეს ჰაუვი მოყვარულთა ლიგა 2 -ის გათამაშების ფინალურ მატჩს დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გადამწყვეტ მატჩში სნეპ პრემიუმმა კოლხი დაამარცხა და მოყვარულთა ლიგა 2-ის თასს დაეუფლა.
მასობრივი ფეხბურთის მენტორი სფფ-ის პროექტის #WePlayStrong საქართველოს გოგონათა ვარჯიშსაც დაესწრო, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე ახლადგახსნილ საფეხბურთო ცენტრში გაიამრთა.