საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია უეფა-ს დელეგატის სტატუსით უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმყოფება.
მეოთხე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ბერგამოს ატალანტასა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უეფას დელეგატის რანგში მუშაობს.