სიახლეები

'ლანჩხუთმა' გადადებული შეხვედრაც მოიგო

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

1 ნოემბერს, ხობში, ქალთა ლიგის მე-13 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი „კოლხეთი“, გათამაშების ლიდერთან, „ლანჩხუთთან“ ორბურთიანი სხვაობით - 2-4 დამარცხდა.

ლანჩხუთელები 21-ე წუთზე თეონა თოდაძის გოლით დაწინაურდნენ. თუმცა, 35-ე წუთზე,  ნატა კვირკვაიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და პირველი ტაიმი ფრედ - 1-1 დასრულდა. მეორე ნახევარში კი, თეონა ბაქარაძემ ზედიზედ ორი გოლის გაიტანა და სტუმრები, ორბურთიანი უპირტასეობით დააწინაურა. ბაქარაძემ დუბლი  58-ე და 63-ე წუთებზე შეასრულა.  78-ე წუთზე კი, ირინა ხაბურზანიამ, მეტოქეს მეოთხე გოლი გაუტანა. საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე დაფიქსირდა, შედეგიანი დარტყმა „კოლხეთის“ შემტევის თამარ სალუქვაძის ანგარიშზეა.

13 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად, 37 ქულით „ლანჩხუთი“ ლიდერობს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 11 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ „კვარტალს“. 

გათამაშების ცხრილი და კალენდარი, იხილეთ ბმულზე.