სიახლეები

C ლიცენზიის კურსზე სწავლა გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

სფფ-ის ტექნიკურმა დეპარტამენტმა განაახლა მწვრთნელთა განათლების კალენდარი და აგრძელებს სწავლას უეფა-ს C ლიცენზიის კურსის დონეზე. 

არსებული მდგომარეობით რეგისტრაციის შეწყვეტამდე C ლიცენზიაზე 100-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული. სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ მოხდება ზემოთ აღნიშნული განცხადების განხილვა და რეგისტრირებულ პირებს უახლოეს დღეებში, ელ.ფოსტის მეშვეობით, ეცნობებათ მათი გასაუბრების თარიღები.

აქვე გაცნობებთ, რომ სარეგისტრაციო ფორმა გაიხსნება 2022 წლის 20 იანვრიდან და მსურველებს სპეციალური წესით დარეგისტრირება შეეძლებათ.