სიახლეები

ტუტორთა გადამზადების სემინარის მეექვსე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების პროგრამებისთვის ტუტორთა გადამზადების კურსი გრძელდება.

​სასწავლო კურსის მეექვსე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე გაიმართა. აღნიშნული მოდულის მთავარი თემები რეფლექსიის მეთოდოლოგია და პრაქტიკული სესიის ჩატარებისას უკუკავშირის დამყარება გახლდათ.

ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით  პირველად 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით  დაინერგა.