სიახლეები

Pro ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული გაიმართა. აღნიშნულ მოდულს უეფა-ს ჯირა პანელის წევრი გენადი სკურტული უძღვებოდა.

მეხუთე მოდულის ფარგლებში, ძირითადი განსახილველი თემები გახლდათ შეტევის მომზადება მეორე ზონაში, ანალიზის მეთოდოლოგია და ტაქტიკური პერიოდიზაციის შესავალი. ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია სწორედ აღნიშნული საკითხების შესახებ მიიღეს. სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მუშაობას.​

უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. შეგახსენებთ, რომ Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება.

სწავლება ორ წლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.