22 ოქტომბერს, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს კუთვნილი ლიცენზიები გადაეცათ.
უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების სასწავლო კურსი წარმატებით ჯამში 37-მა კურსანტმა დაასრულა. რამდენიმე თვიანი ინტენსიური სწავლება უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
დავით პეტრიაშვილი არენაზე გამართულ ღონისძიებას სფფ-ის ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა თამაზაშვილი, მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ვასილ მაისურაძე და უეფას ექსპერტი გენადი სკურტული ესწრებოდნენ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და კუთვნილი ლიცენზიები გადასცეს.