სიახლეები

20 ოქტომბრიდან სტადიონზე მაყურებელი ბრუნდება

სფფ
გაუზიარე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან ღია ტიპის სტადიონებზე საერთო ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივრის რაოდენობა დაიშვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ უმაღლესი ლიგის მატჩებსა და საერთაშორისო შეხვედრებს შეეხება.

შესაბამისად, 20 ოქტომბერს დაგეგმილ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მატჩებზე გულშემატკივარს შეზღუდული რაოდენობით დასწრება შეეძლება.

ასევე 21 ოქტომბერს გასამართი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და ფინეთის ქალთა ნაკრებებს შორის, მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 19:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

მატჩებზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.