სიახლეები

საფეხბურთო ღია კარის დღე ბათუმში

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

ბათუმში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 15-წლამდე გოგონებმა სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

ფეხბურთით დაინტერესებული გოგონებისთვის ბათუმში საფეხბურთო ვარჯიშები რეგულარულად სრულიად უფასოდ უკვე ერთი წელია იმართება და წვრთნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადამზადებული მწვრთნელები ატარებენ.

რეგულარული ვარჯიშები სფფ-ის პროექტის #WePlayStrong საქართველო ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმართება, მათ შორის, თბილისში - ვაკის, გლდანისა და ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრებში, გორში, თერჯოლასა და ბათუმში. მომავალი წლისთვის იგეგმება 10-მდე საფეხბურთო წერტილის შექმნა.

პროექტი ქალთა ფეხბურთის განვითარების 4 წლიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წელს უეფა-სთან ერთად შეიმუშავა და მიზნად გოგონების ფეხბურთში ჩართვას ისახავს.