სიახლეები

ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 12-19 სექტემბერს ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

9-14 ადგილებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ბელგიის წინააღმდეგ გამართა. ჩვენმა გუნდმა მეტოქე, დამაჯერებელი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა და შემდეგ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა დაპირისპირება 18 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ბრძოლას მე-9 ადგილისთვის გააგრძელებს, მარცხის შემთხვევაში კი, გუნდი 11-12 ადგილებისთვის იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა, თურქეთისა და იტალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატის მასპინძელ გარბანიას სტადიონზე 13 სექტემბერს მოქმედი ჩემპიონის, თურქეთის წინააღმდეგ გამართა. მატჩი თურქების გამარჯვებით 0:10 დასრულდა. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 14 სექტემბერს იტალიის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.