სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

24 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო - კოსოვოს შორის გასამართ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველო - კოსოვოს მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

💬ლევან კობიაშვილი: ჩვენთვის გულშემატკივარის სტადიონზე დასწრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაბამის სტრუქტურებთან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ისინი კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩს დასწრებოდნენ და ბათუმის ახალ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო შეექმნათ.

სამწუხაროდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბათუმის ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ბათუმელი გულშემატკივარი დიდ ხანს ელოდა საკუთარ ქალაქში ეროვნული გუნდის თამაშს. იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ სურვილის შესრულებას ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილ მატჩებზე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა 2 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.