სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროტურნირებზე

მსაჯები
გაუზიარე

20 ივლისს უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე ერთმანეთს უნგრეთის „ფერენვცაროში“ და ლიეტუვას „ჟალგირისი“ დაუპირისპირდებიან. უეფა-ს გადაწყვეტილებით, მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილია. მას ასისტენტობას ლევან ვარამაშვილი და დავით ახვლედიანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილია.

შეგახსნებთ, რომ გიორგი ყრუაშვილს, ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად,  უეფას ეგიდით გამართულ არაერთ სხვადასხვა დონის შეხვედრაზე უმუშავია, მათ შორის, უეფა-ს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩსა და ფინალზე: გერმანია - პორტუგალია. იხილეთ: ქართველი მსაჯის იშვიათი დუბლი

22 ივლისს კი ლატვიის ქალაქ იურმალაში ევროპის კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა გოგა კიკაჩეიშვილის ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლატვიის რიგა FS“-ისა და უნგრეთის „პუშკაშის“ მატჩზე გოგა კიკაჩეიშვილს ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯად კი ირაკლი ხერხაძე იმუშავებს.