სიახლეები

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ლონდონში

გაუზიარე

11 ივლისს, ევრო 2020-ის ფინალის დაწყებამდე, ლონდონში უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი იღებდა.

უეფას აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს, მათ შორის, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, 2022-23 წლის სეზონიდან, უეფა-ს წევრმა ყველა ქვეყანამ უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია ფეხბურთში სოციალური პასუხისმგებლობის (FSR) პროექტებისთვის და აირჩიოს მენეჯერი, რომელიც ამ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. თავის მხრივ, უეფა მზად არის მხარი დაუჭიროს ფედერაციებს ყოველწლიურად ორი პროექტის განხორციელებაში, რომელიც თანხვედრაშია უეფა-ს სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკასთან, ასევე ზემოთხსენებულ სტრატეგიის განვითარებასა და თანამშრომლების გადამზადებაში. 

უეფა-ს სტატია სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

აღმასკომის სხდომაზე უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში მოხსენებით წარდგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ლევან კობიაშვილმა შეკრებილებს უეფას ფეხბურთის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

 

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 2021 წლის 22 სექტემბერს მოლდოვაში, კიშინიოვში გაიმართება.