სიახლეები

მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის მეორე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები ტუტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს: თამაშის მეთოდოლოგია, სამწვრთნელო მეთოდოლოგია, მეკარის პროფილი, შეტევაში თამაშის ორგანიზება, თავდაცვაში თამაშის ორგანიზება და მენეჯმენტი ფეხბურთში. 

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და შედგება როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მეცადინეობებისგან. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ლიცენზია გადაეცემათ.