25 ივნისს, საქართველოს ქალთა თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის პროცესი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ წარმართეს. მასში მონაწილეობას ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი იღებდა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ
- დიდგორი - ქარიშხალა
- მართვე - ნორჩი დინამო
- ივერია - ნიკე
- დინამო სოხუმი - კვარტალი
- ზარზმა - კოლხეთი ხობი
- ლანჩხუთი - ბათუმი
- რაჭა 2020 - ფენიქსი
- ბახტრიონი - გორი იუნაიტედი
საქართველოს ქალთა თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.