სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე B ლიცენზიის მეორე მოდული გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები ტუტორებისა და ინსტრუქტორების დახმარებით ინფორმაცია შემდეგ საფეხბურთო თემებზე მიიღეს: შეტევის მომზადება (ზონა 1), სათამაშო მოდელი, მეკარის ტექნიკური მომზადება და თავდაცვა (ზონა 3). 

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.