სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის 2021 წლის მეორე და მესამე კურსის პირველი მოდული გაიმართა.

პირველი მოდულის ფარგლებში მსმენელებმა შემდეგი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია: სავარჯიშო მეთოდოლოგია, ტექნიკის სწავლების მეთოდები, ტექნიკის ელემენტები და ა.შ

2021 წელს C ლიცენზიის სამი პარალელური კურსი მიმდინარეობს. აღნიშნულ კურსებზე ჯამში 76 მწვრთნელი ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის სექტემბრამდე შეწყვეტილია. სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტი საგანმანათლებლო კურსზე უკვე დარეგისტრირებული პირების მონაცემთა დამუშავებას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. 

2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.