სიახლეები

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

აღმასრულებელი კომიტეტი
გაუზიარე

11 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად სფფ-ის ყრილობის შესახებ იმსჯელეს.

სფფ-ის ყრილობა 31 მაისს 11 საათზე სასტუმრო შერატონში გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე აღმასკომის წევრებმა აღნიშნული ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი და დღის წესრიგი დაამტკიცეს.

​ზემო აღნიშნულ საკითხებთან ერთად კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს კოვიდ 19-ის პანდემიის ზეგავლენა ქართულ ფეხბურთზე. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ტურნირი წარმატებით დასრულდა. ამასთან ერთად, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2021 წლის საფეხბურთო სეზონი.