სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო.

პირველი მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, შეტევის მომზადებისა და სავარჯიშო მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით ტარდება და ის სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

მწვრთნელთა განათლების კურსი ქართული ფეხბურთი განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.