სიახლეები

მეკარეთა მწვრთნელების უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის პირველი მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენს ქვეყანაში პირველად უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცნეზიის კურსი დაიწყო. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 6 თვეს შეადგენს და ის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოდის.

სასწავლო კურსის ფარგლებში პირველი რეზიდენტული მოდული 27 აპრილს დავით პეტრიაშვილი არენაზე დაიწყო და სასწავლო პროცესი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი მოდულის ფარგლებში კურსანტები ინფორმაციას შემდეგი თემების შესახებ მიიღებენ: შესავალი დაგეგმარების მეთოდოლოგიაში, მეკარის მწვრთნელის პროფილი და როლი, მეკარის ჩართულობა ბურთის ამოტანისას და ა.შ სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ასევე თეორიულ სწავლებას.

ონლაინ რეჟიმში სასწავლო კურსის მსვლელბაში მონაწილეობა ასევე მიიღო, უეფას მეკარებიის მწვრთნელთა განათლების ექსპერტმა მარტ პუმმა.

​ამ ეტაპზე, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობას იღებენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები, საქართველოს ახალგაზრდული და ქალთა ნაკრებების მწვრთნელები.  კურსზე ჯამში 24 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას. 

მეკარეთა მწვრთნელების განათლების კურსი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.